რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღებას იქცევს პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის მიერ - სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ, უარის თქმა რუსეთის დემონიზაციის ხაზზე

ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი ევროპული ქვეყნების რუსეთის მისამართით ბრალდებებთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ ქართულ ინტერნეტ გვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე, გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი: სახეზეა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დადგმული ინფორმაციის გავრცელება. არავითარი მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ელექტრონულ ქსელებში დამაზიანებელი საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ არ არსებობს და არ შეიძლება იყოს. ყურადღებას იქცევს სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვათა მიერ. ოთხი თვე დასჭირდა რუსეთის ინციდენტში მონაწილეობის დადგენას, რომელიც თითქოსდა, გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება კვლავაც წამოსულია „highly likely“-ის ფარგლებში. სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ უარის თქმა რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილის სწავლა. ეს ყველაფერი დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც არამარტივ ურთიერთობებს. კვლავინდებურად დარწმუნებულები ვართ, არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის ძირეულ ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ეს სრულიად არ აწყობთ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

პარალელურად განცხადებები გაკეთდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია
"ბაზისბანკის" ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა