ავტობუსებს, რომლებითაც ჩინეთიდან უკრაინაში მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა, მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს

უკრაინაში მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს.

დილიდან მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, ავტობუსები, რომლებითაც ევაკუირებულები გადმოყავდათ, ქალაქში სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ და მათ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაკავებულია აქციის ათზე მეტი მონაწილე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსიმ მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„გამოიჩინეთ სოლიდარობა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი უკრაინელები ვართ. მგზავრების უმეტესობა 30 წლამდეა და ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვებივით არიან,“- განაცხადა ზელენსკიმ.

სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.

ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ხარკოვის რაიონში 45 უკრაინელისა და 27 უცხოელის ევაკუირება განხორციელდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ზორიანა სკალეცკას, თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სახლებში დაბრუნებამდე ქალაქ ნოვიე-სანჟარის საავადმყოფოში 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

იხილეთ ვიდეო: უმძიმესი კადრები უკრაინიდან, სადაც მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო