წლის ბოლომდე საქართველოში 26 ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები კახეთის რეგიონშიც აქტიურ ფაზაშია. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ე.წ „საქმიანი ეზო“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.

„მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში. სამუშაოები ამჟამად 14 ობიექტზე - სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები”,-აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი.

იხილეთ ვიდეო: წლის ბოლომდე საქართველოში 26 ე.წ. საქმიანი ეზო მოეწყობა

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს