ირაკლი აბესაძე - საპარლამენტო არჩევნების წელს რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბოროტი ზრახვები ექნება

საპარლამენტო არჩევნების წელს რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბოროტი ზრახვები ექნება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე სწორი ინსტიტუციური დამოკიდებულება არ აქვს.

„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, პენტაგონი, ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ საქართველოზე მიტანილი კიბერშეტევის ავტორი იყო რუსეთის სპეცსამსახურები, ეს აბსოლუტურად სარწმუნოა. თუ საქართველოს მიმართ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას გავიხსენებთ, ცალსახაა, რომ ეს არის სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია და მზაობა, ასეთი ტიპის შემოტევებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით. წელს საარჩევნო წელია, მნიშვნელოვანი წელია და რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბოროტი ზრახვები ექნება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია დავინახეთ, რომელმაც მცდელობა დაიწყო, რომ გააძლიეროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებად სუს-ი აქციოს და მას მისცეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ტექნიკურ საშუალებებზე შეუზღუდავი წვდომის უფლება. ეს არ არის სწორი ინსტიტუციური პასუხი იმ გამოწვევებზე, რაც რუსეთის მხრიდან მოდის და მოსალოდნელია, რომ წლის მანძილზე იყოს", - განაცხადა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა