მამუკა ბახტაძე - კიბერშეტევა კიდევ ერთი დასტურია იმის, როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და  ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას

რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს.

ბახტაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მინდა, ყველა ჩვენ პარტნიორს გამოძიებაში მხარდაჭერისა და ხმის ამაღლების გამო მადლობა გადავუხადო“, - წერს ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს