მედია - აშშ-ის დაზვერვა მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ კონგრესმენებს აფრთხილებს

რამდენიმე ამერიკული გავლენიანი მედიაგამოცემის ცნობით, რუსეთი კვლავ ეხმარება დონალდ ტრამპს გაიმარჯვოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურიდან წყარომ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი უკვე ჩართულია საარჩევნო პროცესში და ცდილობს მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის გამარჯვებას.

რუსულ ჩარევაზე ამერიკის არჩევნებში წერს New York Times, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნული თემა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რამაც პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გამოცემა ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს.

New York Times-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპის განსაკუთრებული შეშფოთება შეხვედრაზე დემოკრატების ყოფნამ გამოიწვია, განსაკუთრებით კი სენატორ ადამ შიფის დასწრებამ, რომელიც იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მოქმედი დირექტორის თანამდებობაზე გერმანიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ გრენელი წარადგინა, რომელსაც მედიის ცნობით, ტრამპის მიმართ ძალიან ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა