საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აფრიკაში გატაცებულებზე - ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, არ გავრცელდეს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ გათავისუფლებაზე აქტიურად ვმუშაობთ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების ოჯახს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ ინფორმაციას მიაწვდის.

„მიმდინარე წლის 20 თებერვალს ადგილობრივი დროით 01:10 საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. თავდასხმის დროს გატაცებულია 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გემთმფლობელ კომპანიასთან, რომელიც კარგი რეპუტაციის მქონეა, პასუხისმგებლიანია და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულს მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას",- აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა