მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ქემლინ ფურლის უმასპინძლა და არსებული და სამომავლო გეგმები განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლტოლვილთათვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

„თავის მხრივ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს სამაგალითო თანამშრომლობისთვის. მიხეილ ჩხენკელმა და ქემლინ ფურლიმ შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების განათლების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა