გია ხუხაშვილი - არავინ მეგულება ისეთი, ვინც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ყიდვით დაინტერესდება

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, არავინ ეგულება ისეთი, ვინც ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის ყიდვით დაინტერესდება.

ამის შესახებ ექსპერტმა „ინტერპრესნიუსსს“ პარლამენტის ყოფილი შენობის სავარაუდო პრივატიზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„თუ ფუნქციას ვერ პოულობენ შენობისთვის ლოგიკურია, რომ ის გაიყიდოს. გარდა იმისა, რომ მშენებლობა ძვირი დაჯდა, შენობის შენახვაც რაღაც თანხა უჯდება ბიუჯეტს ყოველწლიურად, თუმცა მე ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება ეს შენობა იყიდოს. სიმართლე გითხრათ, ასეთი არავინ მეგულება, იმიტომ, რომ მისი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, სასტუმროდ და ტურისტულ კომპლექსად ალბათ, არ გამოდგება. თუ ვინმე ფულის გათეთრებას აპირებს, ერთი ეგაა“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა