დავით მესხიშვილი - ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას

ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „გრინვეი - საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით.

„ჩვენი შესწავლის შედეგად მდგომარეობა არის არასახარბიელო. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, მძიმეა. ტექნიკური ინსპექტირება დგას ჩავარდნის საფრთხის წინაშე იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ერთი მხრივ ამ ბიზნესში არის უთანასწორობა, მეორე მხრივ ამ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ახლავს. საბოლოოს ზარალდება და ზიანდება ავტომფლობელი. ის იღებს არასწორ სერვისს და თუ არ მოხდა ცვლილებები და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება, ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ კომპანია „გრინვეი - საქართველო” სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით და ქმედებები წახალისებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

სახელმწიფო სტრუქტურები უარს ეუბნებიან ყველა სხვა კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაზე, ხოლო „გრინვეის” აძლევენ თანხმობას. ეს არის ზუსტად შერჩევითი დამოკიდებულება, რაც აზიანებს სფეროს და საფრთხის ქვეშ აყენებს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სამართლიან პროცესს, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვცეს ქვეყანაში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა და გაუმჯობესებული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი. ასევე, „გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაპირებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. „გრინვეიმ” პრაქტიკულად უარი თქვა მთიანი მოსახლეობის მომსახურებაზე და დატოვა მომსახურების გარეშე 165 ათასზე მეტი მოსახლე, ეს არის ყაზბეგი, ადიგენი, შუახევი, ქედა და ა.შ“, - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნიკური ისპექტირების სფეროში მხოლოდ ერთი კომპანიის მონოპოლიზაცია უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება როგორც რეფორმისთვის, ასევე ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებისთვისაც.

„ამ ბაზირის მონოპოლიზაციას არასამთავრობო ირგანიზაციები და მათ შორის ჩემი, არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა