ადვოკატი - მიხეილ კალანდია თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა

თუ მოსამართლე პოლიტიკური დატვირთვებისგან იქნება თავისუფალი, აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს დააყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, ასევე ბრალდებული მიხეილ კალანდია ისარგებლებს საბოლოო სიტყვით, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

"მე მოვიტანე გამამართლებელი განაჩენის პროექტი, რომლითაც ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლემ კალანდია პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან მის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არის. დასკვნით სიტყვაში ის წინაპირობები მაქვს მიმოხილული, რამაც ეს დანაშაული გამოიწვია, რომელმა სახელმწიფო უწყებამ რა ფუნქცია არ შეასრულა, რა დარღვევები იქნა საგამოძიებო მოქმედბების შედეგად გამოვლენილი", - აცხადებს თოდუა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დასკვნით სიტყვას, ადვოკატის შეფასებით, ის მის უდანაშაულობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

"კალანდია ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და აცხადებს, რომ ძალიან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება მას შემდეგ, რაც ის ფარდულში შეაგდეს",- განაცხადა თოდუამ.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა