თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს“ მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის“ კუთვნილ 2200 ლარს.

სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა