მამუკა მდინარაძე კიბერშეტევაზე - ოპოზიცია ამასაც ჩვენ გვაბრალებდა - შიგნით გვებრძოდნენ „ნაცები", გარედან - რუსები

რუსები აღიარებითი ჩვენებით ხომ არ წამოვიდოდნენ კიბერთავდასხმა ჩვენ გავაკეთეთო? მათ აწყობთ, რომ საქართველოს სამთავრობო უწყებები რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას.

მდინარაძის თქმით, ამ საქმის გამოძიება საქართველომ უცხოელი პარტნიორების დახმარებით აწარმოა.

„რუსები აბა რას იტყოდნენ, აღიარებითი ჩვენებით წამოვიდოდნენ, კიბერთავდასხმა ჩვენ გავაკეთეთო? ბუნებრივია, მათი ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანონ. ეს ხალხი ოკუპაციას ახორციელებს, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვთ. მათ აწყობთ, რომ საქართველოს სამთავრობო უწყებები რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს, რომელზეც შეტევა განახორციელეს. ეს საქმე პარტნიორების დახმარებით გამოვიძიეთ. ერთ - ერთმა არხმა განცხადება გააკეთა, რომ თურმე მხოლოდ უცხოელებს გამოუძიებიათ. ეს ასე არ არის. გამოძიება ჩვენ ვაწარმოეთ და უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარნენ, რისთვისაც მადლობა მათ. გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთიდან.

ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის მაშინდელი განცხადებები, როდესაც ამასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. შიგნით გვებრძოდნენ „ნაცები", ხოლო გარედან - რუსები,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა