აკაკი ბობოხიძე - ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა არ უნდა გაიყოდოს! ხელისუფლებამ ამაზე ფიქრს თავი დაანებოს

შესაძლებელია თუ არა, ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვა, ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მყიდველი ყველას და ყველაფერს მოეძებნება. თუმცა, ვთვლი, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი დანაშაული ქვეყნის წინაშე,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვას.

მისი თქმით, ის, რომ მთავრობას ქუთაისში საპოლიციო ჰაბის გადატანაც არ უნდა, იმას ნიშნავს, რომ თბილისში განთავსებულ სტუქტურებს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ ქუთაისში გადასვლა. ბობოხიძის განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლება მაშინ სწორად მოიქცა, ვინაიდან პარლამენტის გადატანა ორ რამეს ემსახურებოდა.

„პირველი, ქუთაისის მიზიდულობის ცენტრის შექმნას და ქუთაისის ეკონომიკური განვითარების შედეგად შეწყდებოდა ჩვენი მოსახლეობის დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მიგრირება, მათ შორის, თავის გადასარჩენად. მეორე - პირველი მიზეზის გამო, თბილისზე დამატებითი ტვირთი ცოტა შემციდებოდა, ანუ გადაარჩენდა საქართველოსაც და თბილისსაც. საქართველოს დასავლეთ ნაწილს დაცარიელებისგან გადაარჩენდა, თბილისს კი გადავსებისგან, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვს ასევე დედაქალაქისთვის“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვის იდეა იმას ნიშნავს, რომ თბილისში არსებულ სტრუქტურებს ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე ტიპის სერიოზული სტრუქტურა თბილისს გარეთაც შესაძლოა არსებობდეს. ბობოხიძის აზრით, ამგვარი მიდგომა საბჭოთა სტერეოტიპების აზროვნების შედეგია, რომელიც ქვეყანას დაღუპავს.

„არ ვიცი გაიყიდება, თუ არა ეს შენობა, მაგრამ არ უნდა გაიყოდოს! საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თავი დაანებოს ამაზე ფიქრს და არჩევნების შემდეგ ეს გადაწყვიტოს იმ მთავრობამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შემდეგ საქართველოს ეყოლება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს