დავით მათიკაშვილი - ბურჯანაძისთვის კიბერთავდასხმა ხუმრობაა, ის გაერთიანებული ოპოზიციის სახეა

ბურჯანაძისთვის კიბერთავდასხმა ხუმრობაა. ის გაერთიანებული ოპოზიციის სახეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას. მათიკაშვილმა უცხოელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ამ საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის.

„საოცარი განცხადება მოვისმინეთ ნინო ბურჯანაძის მხრიდან, სადაც საუბარია ხუმრობაზე. ანუ ბურჯანაძისთვის ეს ხუმრობაა. ის გაერთიანებული ოპოზიციის სახეა. იქნებ ბოკერიასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის" 2008 წელიც ხუმრობა იყო, ბომბები რომ ცვიოდა თბილისსა და გორში. რა ხუმრობაზეა საერთოდ საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ სისტემას და საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი დაგვეხმარენ ამ საკითხის ამოხსნაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება კიბერშეტევაზე არ იყო მკაცრი.

„საკუთარი თავი გაიხსენონ. ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტთან მიმართებაში მკაცრია ყოველთვის. ყველა რესურსსა და ფორმატს იყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, რუსეთმა კიბერთავდასხმით „წაივარჯიშა ან გაიხუმრა".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს