კომპანია „გრინვეიში“ აცხადებენ, რომ კომპანიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების თაობაზე განცხადება უსაფუძვლოა

კომპანია „გრინვეიში“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებებს, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ამ კომპანიის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების თაობაზე, უსაფუძვლოს უწოდებენ.

როგორც კომპანია „გრინვეის“ პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „გრინვეიმ“ გაიმარჯვა, ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც პირობებს დააკმაყოფილებდა, ღია იყო.

„გრინვეიმ“ მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და გაიმარჯვა. ტენდერი იყო ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ინტერესთა გამოხატვა. ამ ტენდერის შესაბამისად დააკმაყოფილა კომპანიამ ყველა მოთხოვნა და გაფორმდა ხელშეკრულება საქმიანობაზე. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურეობა ამ სფეროში და სწორედ აქედან გამომდინარე იყო ჩადებული ძალიან მძიმე ვალდებულება კომპანიისთის საერთაშორისო პარტნიორის არსებობა და შესაბამისად, ჩვენ გვყავს “A+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს და ამ სფეროში არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ჩვენ ვაწვდით ევროპული ხარისხის მომსახურებას ქვეყანაში“,- განაცხადა ყურაშვილმა.

რაც შეეხება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ „გრინვეის“ მიმართ არსებულ ბრალდებას, ყურაშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ტერიტორიული ერთეულები, სადაც უნდა იყოს მობილური ხაზები განთავსებული და არა, კონკრეტული ლოკაციები.

„ასევე, იყო ვალდებულება მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მომსახურების მისაღებად მობილური ხაზების არსებობა. ჩვენი კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს. ეს რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი და აჭარის რეგიონი. კომპანიას ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია ამ მობილური ხაზების განთავსების გრაფიკთან დაკავშირებით. ეს რეგიონები დიდია, ამიტომ იმისთვის, რომ მოვიცვათ, ჩვენ გვაქვს გრაფიკი გამოქვეყნებული, რომელ პერიოდში სად არის განთავსებული ეს მობილური ხაზები. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ყველა ის ბრალდება, რაც გააჟღერეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ჩვენი კომპანია არის ღია და თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთანაც.

განსაზღვრული იყო გეოგრაფიული ერთეულები და იქ განსათავსებელი ხაზების რაოდენობა. ამ ვალდებულებას „გრინვეი“ ასრულებს. რეგიონებში ტერიტორიული ერთეულები იყო დაფიქსირებული და არ იყო კონკრეტული მისამართები ან კონკრეტული ლოკაციები განსაზღვრული. ანუ, ამ გეოგრაფიულ ტერიტორიულ ერთეულში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ტექნიკური ინსპექტირება, ამ ვალდებულებას კომპანია „გრინვეი“ სრულად ასრულებს“,- განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, „გრინვეი - საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს