ვახტანგ გომელაური „დამხობის“ შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადებას „არასერიოზულს“ უწოდებს

ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს, გომელაურის თქმით, „ეს არასერიოზულია“.

ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ. მე არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე სხვა პირები, გარდა მერაბიშვილისა, მაგალითად კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ამჟამად სუს-ში თანამდებობაზეა, გომელაურმა აღნიშნა:

„ხოჯევანიშვილმა რა გააკეთა?.. რაც ხდებოდა გვახსოვს, მაგრამ ვინ რა ბრძანება გასცა, ეს სხვა თემაა. მე რომ ბრძანებას გავცემ უკანონოს, მე უნდა დავისაჯო და არა თქვენ ყველა, ვინც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა?“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე: იცის თუ არა, რომ ხოჯევანიშვილმა ბრძანება არ შეასრულა, გომელაურმა განაცხადა: „დაზუსტებით ვიცი, რომ არ შეასრულა. რომ არ ვიცოდეთ, უშიშროებაში არ იმუშავებდა ხოჯევანიშვილი“.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა