პრემიერი პოლიციელებს - ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე

ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ღირსეული პოლიციელის ყოველდღიური ცხოვრება არის და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებეთ და გავაგრძელებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ბინები გადასცეს, რამდენიმე კი დააჯილდოვეს.

პრემიერის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგმართოთ. რა თქმა უნდა, პოლიციაზე საუბარი შეუძლებელია იმის ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. ეს არაერთხელ მითქვამს და როცა ამის საშუალება მექნება, ყოველთვის გავიმეორებ. არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი ვერცერთ სფეროში, დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული, თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონობო, ამას თქვენ უზრუნველყოთ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე.“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და ხელმძღვანელობას.

„რასაც ყოველღიურად თქვენ აკეთებთ რიგით პოლიციელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

მადლობას გიხდით და ჩვენ, სახელმწიფო, შსს, მთავრობა ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ღირსეული პოლიციელის, ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთბეთ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა