პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის რაიონული ოფისი გაიხსნა

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის რაიონული ოფისი გაიხსნა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ადგილობრივი გუნდი და ოფისის ხელმძღვანელი - გია ნიშნიანიძე წარუდგინა.

ბადრი ჯაფარიძემ თბილისში არსებულ ქაოტურ, უპასუხისმგებლო განვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტიკის ნაწილი იქნება გარემოზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები.

,,სამწუხაროდ ბოლო წლების სრულიად ქაოტურმა და უპასუხისმგებლო განვითარებამ ვაკის იერსახე მნიშვნელოვნად დაამახინჯა. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ თბილისის ყველა რაიონში შევძლოთ აღვადგინოთ ის ისტორიული განუმეორებლობა, რომელიც თბილისის თითოეულ რაიონს გააჩნდა და შევეცადოთ, რომ აღარ დავუშვათ ქაოტური განვითარება, მაქსიმალურად შევქმნათ მწვანე სივრცეები. აღარ გვინდა მეგა მშენებლობები ისეთ რაიონებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია. ჩვენ მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიზრუნოთ რომ შევქნათ ახალი საცხოვრისები, ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ ეს საცხოვრისი იყოს კომფორტული . ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იქნება მეტი მწვანე და თავისუფალი სივრცე, მეტი ჰაერი მოსახლეობისათვის. ჩვენი პოლიტიკის ნაწილი იქნება გარემოზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა’’, - განცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ცვლილებების საჭიროებაზე და ვაკის რაიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვაკე ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი კრიტიკულობით და ვაკის მოსახლეობა ყოველთვის იყო ცვლილებების ავანგარდში, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ახლაც ჩვენ ვართ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და დარწმუნებული ვარ ვაკის მოსახლეობა შეიტანს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუციას იმისათვის, რომ ქვეყანაში და თბილისში ვითარება შეიცვალოს უკეთესობისაკენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: "ლელო საქართველოს" ახალი, ვაკის რაიონის ოფისი გაიხსნა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა