„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" თურქეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტეს, რომ ფორუმის ფარგლებში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი კომპანიის ძირითად პარტნიორებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა შედგა იმ ავიაკომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომელთა მოზიდვაზეც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აქტიურად მუშაობს.

„დღეს სრულდება საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმი. უკვე შევხვდით 20 ავიაკომპანასა და პარტნიორ აეროპორტს. სეგმენტურად გვქონდა პრეზენტაციები სამივე საერთაშორისო აეროპროტის შესახებ. ასევე, შეხვედრა გაიმართა აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, კარენ ბუტოსთან, რომელიც CONNECT -ის დამაარსებელი და ორგანიზატორია. განვიხილეთ ჩვენს კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. კარენ ბუტომ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2 წლის წინ თბილისში ჩატარებული საიუბილეო ფორუმი ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო მასპინძლობის და ორგანიზების კუთხით,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს