სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელში მეცნიერების წილის გაძლიერება, რისი დაანგარიშება გაზომვადი ინდიკატორებით უნდა მოხდეს. ამიტომაც მოდელის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

უყებაში განმარტავენ, რომ თავის მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მეცნიერების ხელშეწყობა სასწავლო პროცესში მის ინტეგრირებას უზრუნველყოფს. შედეგად, უნივერსიტეტები შეძლებენ არა მხოლოდ არსებული ცოდნის გადაცემას, არამედ ახალი ცოდნის შექმნასაც ახალგაზრდების ჩართულობით.

სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 17 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მის დაქვემდებარებაში არსებულ 8 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს, ასევე გამოკვეთეს ის საჭიროებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რაც სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის წარმართვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფის მიზნით მიზნობრივ ჯგუფებთან მომდევნო შეხვედრებიც დაიგეგმა. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთანაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო