კოტე კემულარია - ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კარგია, რომ ის არ აყვა „ამ ხელისუფლების ბინძურ თამაშებს და გაძლო ციხეში“.

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ის არის ძალიან გამოცდილი პიროვნება, აქვს პოლიტიკური მუშაობის და მათ შორის, წარმატების ფორმულის დიდი გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ ვნახავთ როგორ ჩაერთვება ის.

ჩვენ ბევრი განსხვავებული ადამიანი ვართ აქ, ამ კონსულტაციებში ჩართული და არავინ არ ვაგებთ პასუხს აქ არც არავის წარსულზე და არც იმ პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომელსაც ამ ფორმატის მიღმა ჩვენი შემადგენლობა დგამს. თითოეული ვართ თავისუფალი. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვიღაცაში იწვევდეს რისკებს, ვიღაცაში შიშებს, მაგრამ თითოეული ადამიანი, ვინც კარგად იცის რა საშიშროებას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“ და იცის შესაბამისი მეთოდები არჩევნების გზით რომ დავამარცხოთ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კემულარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა