„საქსტატის“ რეგიონული შეხვედრა ქვემო ქართლში გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ქუთაისისა და მცხეთის შემდეგ, დღეს, „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, შეხვედრა ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის და ასევე, ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის „საქსტატის“ მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა წარმოადგენდა.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება დახმარებას გაუწევს ადგილობრივ თვითმმართველობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

„საქსტატი“ გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს