„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი - შუქრუთის მოსახლეობასთან 5-თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და საბადოებზე მისასვლელი გზები გადაკეტილია

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობასთან 5 თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და საბადოებზე მისასვლელი გზები პარალიზებულია, რის გამოც კომპანია მუშაობას ვერ ახერხებს.

ლომინაძის განცხადებით, მათ მოსახლეობას შესთავაზეს ზარალის ანაზღაურება ან ალტერნატიული ფართები, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა.

„5 თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მოსახლეობის მხრიდან საბადოებზე მისავლელი გზები არის გადაკეტილი, გზებზე მუდმივი მორიგეობაა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველანაირ კომფრონტაციას და დაპირისპირებას, ამიტომ მსგავს ნაბიჯებს ჩვენ არ ვდგამთ და ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, ვინაიდან თუ უმოკლეს ვადებში არ მოხდება მაღაროებში შესვლა, მოხდება მაღაროების ჩამოქცევა. ჩვენ მოლაპარაკებების დროს, მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, როგორც ქალაქ ჭიათურაში, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ასევე მზად ვიყავით, რომ განგვეხილა სხვა ალტერნატიული ფართები სხვა ქალაქებში. ასევე მოხდა გაანგარიშება ზარალის, რომლის ანაზღაურებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა.

დღეის მდგომარეობით, ჭიათურაში ნამდვილად მოქმედებენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიწების დაუფლებით და შემდგომ უკვე კომპანიისათვის კომპენსაციების მოთხოვნით ამ მიწებში. რასაკვირველია, ეს პროცესი მიმდინარეობს კორუფციული სქემების გამოყენებით, რის შესახებაც უკვე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი აწარმოებენ შესაბამის ქმედებებს. თუ მოხდება იმ ნეგატიური ფაქტორების გათიშვა, ვგულისხმობ, იმ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საზოგადოებრივი სიკეთით, თუ მოხდება ამ ჯგუფების ნეიტრალიზება მათი რადიკალიზმისა და არაკონსტრუქციულობის თვალსაზრისით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ მოსახლეობასთან მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა