გიორგი პერტაია ლატვიის ელჩს შეხვდა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ინგრიდა ლავრენცე მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრას პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბაბუხადია, ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში, ბონდო დავითაშვილი, მიხეილ ხუნდაძე და ლატვიის საელჩოს წარმომადგენელი, კლაუს სნიედზე ესწრებოდნენ.

„მხარეებმა იმსჯელეს ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის, ასევე ლატვიური და ქართული კომპანების ხელშეწყობის პერსპექტივებზე.

საქართველოსა და ლატვიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ფორუმებსა და შეხვედრებზე. შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენადაა ლატვიის მხარის დაინტერესება ქართული ღვინით და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ქართული ღვინის ლატვიურ ბაზარზე ინტეგრირების მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა