გიორგი გახარია ჟურნალისტებს - არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფიო ქაცარავას და ლევან იზორიას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებს ლევან იზორიას შესახებ განუცხადა, ადამიანები თანამდებობებზე არა ნათესავების ქმედებებიდან გამომდინარე, არამედ პროფესიული ნიშნით ინიშნებიან.

„ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს? ადამიანს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული. ვიცით, რომ იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, შემდგომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ის ისეთი ელჩია, რომელიც ჩვენ გერმანიაში გვჭირდება“, - აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას დიდ ბრიტანეთში ელჩად სოფიო ქაცარავას დანიშვნის შესახებ, რომელიც მმართველი გუნდიდან წავიდა, გახარიას თქმით, არ იცის, თუ ქაცარავა გუნდიდან წასული იყო.

„მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო? ის ელჩად ზუსტად იგივე კრიტერიუმებით შეირჩა - სოფო ქაცარავა ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა