კახა კალაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავებასთან საარჩევნო წელს არანაირი კავშირი არ აქვს და მისი პოლიტპატიმრად შერაცხვა უხერხულია.

„უგულავას საქმე 2013-2014 წელს იყო დაწყებული, შემდეგ მას მიესაჯა. შემდეგ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. გიგი უგულავას პოლიტპატიმრად შერაცხვა უხერხულია. უხერხულია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა 50 მილიონ ლარამდე მოიპარა. შესაბამისად, როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიდა და პოლიტპატიმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა იმ კონკრეტული დანაშაულების ჩადენის გამო, რომლის მტკიცებულებები უამრავი არსებობს. მას პოლიტპატიმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს