უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტის კონფიდენციალობის დარღვევისა და მის თანმდევ, ამავე ინსტიტუციაზე თავდასხმის ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI), ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელი (Equinet) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან სახელმწიფოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტის კონფიდენციალობის დარღვევისა და მის თანმდევ, ამავე ინსტიტუციაზე თავდასხმის ფაქტებს. აღნიშნული ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფად და სრულყოფილად გამოძიოს ეს შემთხვევები.

„შეშფოთებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს იმ გარემოს, სახალხო დამცველმა შეძლოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად და დამოუკიდებლად განხორციელება. კერძოდ, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველისა და მისი თანაშრომლების საქმიანობას. ამას შესაძლოა, ასევე უარყოფითი შედეგები ჰქონდეს პატიმრებზე, რომელთაც სახალხო დამცველი ხვდება და ნდობა დაარღვიოს მათ შორის. ეს არის რეგიონული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა“, - წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა