ეკა ბესელია - ვანო მერაბიშვილთან სასაუბრო არაფერი მაქვს - მასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ შემცვლია

მე არაფერი მაქვს სასაუბრო ვანო მერაბიშვილთან. ეს ახალი არ არის. მასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ შემცვლია, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ოპოზიციის მოლაპარაკებებს ვანო მერაბიშვილი თუ შეუერთდება, დარჩება თუ არა ამ მოლაპარაკებებში.

ბესელიას განმარტებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რასაც ადრე ფიქრობდა, ზუსტად, ისე ფიქრობს დღესაც.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ საჭიროა, იმათთვის ვინც სკეპტიკურად და ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, მე აქ ვარ და ვესაუბრები სრულიად განსხვავებულ პარტიებს, რადგან ორი მთავარი რამეა, ერთი, ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და მეორე - წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს. მე არ მგონია, რომ ის აქ უნდა მოვიდეს. მე პირადად, მის ადგილს არ ვხედავ და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს", - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, ვანო მერაბიშვილი იყო თუ არა პოლიტიკური პატიმარი, ბესელია პასუხობს, რომ მერაბიშვილი „ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო".

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იმ ძალადობრივი სისტემის დროს ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ძალადობრივი სისტემის. პრობლემა იმაშია, რომ "ქართული ოცნება"ერთი მხრივ, თითქოს ებრძოდა იმ რეჟიმს და მეორე - სისტემის შემოქმედები დააწინაურა და გულში ჩაიხუტა", - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა