პრემიერი გომელაურთან დაპირისპირებაზე - ეს ყველაფერი არის მოგონილი, იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა?

იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე - როგორც ვიცი ბატონი ვახო დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე - მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი?! და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი,“ - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა