კახა კალაძე ახალგაზრდებს - მზად ვართ, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც საჭიროდ თვლით ქვეყნის განვითარებისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ახალგაზრდები დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად არიან მხარი დაუჭირონ და ერთად განახორციელონ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ახალგაზრდები ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროდ მიიჩნევენ. ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს პროექტებში ჩართვის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი ხედვები და იდეები რეალობად აქციონ.

„უკვე მეორე წელია, ახალგაზრდული ფორუმი იმართება. შარშან ჩვენ დედაქალაქში, თბილისის საკრებულოში შევხვდით ერთმანეთს, შედარებით ცოტა ვიყავით, თუმცა, დღეს, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრება ღონისძიებას. ეს არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვიმსჯელო, თუ რა არის გასაკეთებელი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, რა არის გამოსასწორებელი. ამ პროცესში თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და განათლების რეფორმა. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა მიმართულებაზე, არაერთი პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ყველაფერი დაფუძნებულია განათლებაზე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წავა სწორედ განათლების მიმართულებით, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყავდეს ქვეყანას.

„შემდეგ უკვე თქვენი განათლება უნდა გამოვიყენოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებთან ერთადაც ამ პროექტებს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, ჩართულობის მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ხედვები და იდეები ვაქციოთ რეალობად. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე, ამ ფორუმის ფარგლებში, რეალურად მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იმსჯელოთ სხვადასხვა საკითხსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს ყველას. ასევე, დასახოთ გეგმები, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობის დონეზე გვაქვს და გვაწუხებს ყველას. მინდა, წარმატებები გისურვოთ და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ თვლით საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს