ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიდებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ყველა გიდს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„ძვირფასო გიდებო გილოცავთ პროფესიულ დღეს! თითოეული თქვენთაგანი საქართველოს სახე ხართ! თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ და ღირსეულად ხვდებით ტურისტებს. ბევრს შრომობთ, რომ თითოეულ სტუმარს საქართველოში კიდევ ერთხელ მოგზაურობის სურვილი გაუჩინოთ.

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან აზიარებთ ქართულ სტუამრთმასპინძლობას, აყვარებთ ჩვენს ქვეყანას და უნიკალურ ტრადიციებს.

თქვენი შრომა და ქვეყნის სიყვარული ფასდაუდებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის დაეხმაროს თითოეულ თქვენთაგანს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. გისურვებთ წარმატებებს!“- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა