გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია „გვარების დონეზეა მისული", რომელ კანდიდატებს დააყენებს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში

ივანიშვილი პერსონალურად და მთელი მისი მასხრები უგუნურ, ბრიყვულ მდგომარეობაში არიან - ილუზია აქვთ, რომ რეპრესიებით, დაჭერებით, რაღაცნაირად შეინარჩუნებენ ძალაუფლებას,- ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემის შესახებ ოპიზიციის დღევანდელი შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უმარვლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

"ივანიშვილი პერსონალურად და მთელი მისი მასხრები უგუნურ, ბრიყვულ მდგომარეობაში არიან - ილუზია აქვთ, რომ ამ დამოკიდებულებით, რეპრესიებით, დაჭერებით, დაჭერების შიშით, უტიფრობისა და საზოგადოების შეურაცხყოფით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. რეალურად, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, ოღონდ ქვეყნისთვის უფრო საზიანო სცენარია და მათთვის პოლიტიკურად ტრაგიკული იქნება. თუ მოხდა, რომ გონს მოეგნენ, გადადგეს ის ნაბიჯები, რაც მათთვის დიდი ხანია ცნობილია - რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რომ არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ, ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ მოქნილები. ჩვენი მიზანი კრიზისი კი არ არის, ჩვენი მიზანია ქვეყნის ნაკლები ზიანით ამ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა. თუ არ მოეგებიან გონს, არჩევნებს ამ სისტემით ჩაატარებენ და კიდევ დაიჭერენ ლიდრებს, ჩვენ ამისთვის ვართ მზად ანუ 13 მაჟორიტარულ ოლქში, საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდინირება. რამდენი ლიდერიც არ უნდა დაიჭირონ, ეს ვერ შეაჩერებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის ბრაზს, ხოლო ქვეყანას დააზიანებენ და თავის ბედს შეუძლებელს გახდიან", - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, მაჟორიტარებთან მიმართებით თბილისში მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას, ბოკერიამ ასე უპასუხა: „ჩვენ გვარების დონეზე ვართ მისული საკვანძო ადგილას თბილისთან დაკავშირებით“.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დღეს განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება საარჩევნო ცვლილებების განხორციელება.

"აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და ასევე, უნდა თქვან თავიანთი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო