ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე - მოდი, არ დავივიწყოთ, რომ ადამიანები ვართ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ქალაქ ნოვიე-სანჟარიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც მოქალაქეებმა ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინის მოქალაქეების ავტობუსებს ქვები დაუშინეს და გზები გადაუკეტეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ უკრაინა შუასაუკუნეების ევროპაა.

„ჩვენ სულ ვამბობთ, რომ უკრაინა ევროპაა. აი გუშინ, გულახდილად რომ გითხრათ, გარკვეულ ეპიზოდებში მომეჩვენა, რომ ჩვენ შუასაუკუნეების ევროპა ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ადამიანობა არ დაივიწყონ.

„მოდი არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. არ მინდა ახლა არასწორი სიტყვები შევარჩიო“, -განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს, საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო