მიხეილ კალანდია - აქ მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვა, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო

აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვათ, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

მიხეილ კალანდია სასამართლოში საბოლოო სიტყვას დაახლოებით, 18 წუთის განმავლობაში წარმოთქვამდა. მან საკუთარ სიტყვაში მოსამართლე ნიკოლოზ მარსაღიშვილს რამდენჯერმე მიმართა და შეახსენა, რომ მისი მომავალი ცხოვრება მის ხელში იყო.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა გარდაცვლილების ოჯახებისთვის მისამძიმრებით დაიწყო და ყურადღება მის უდანაშაულობაზე გაამახვილა.

„გარდაცვლილების ოჯახებს ვუსამძიმრებ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. უდიდესი ტრაგედიაა და სხვა არაფერი. ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთული იყო და არის დღემდე, მიუხედავად იმისა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამდგარ შედეგზე. რაც არ უნდა ვეცადოთ, ამ ამბავს არაფერი ეშველება, იმ ბავშვებს ვერაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთით უდანაშაულო ხალხი ციხეში გაუშვას. იმ საქმეზე, რომელზეც საპარლამენტო კომისია შეიქმნა და იმ საქმეზე, რომელზეც რუსთაველზე ტარდებოდა აქციები, სადაც კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, შეუძლებელია ვისაუბროთ ისე, თითქოს, საქმეზე არ გვაქვს საქმე, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის. მომავალი იურისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, ჩავაბარე, იურიდიული, გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე მთელი სიბინძურეები რაც ხდება, ჩემ თავზე გამოვცადე უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებები, რაც ისმოდა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ჩემი ცოდნით, ჩემი გამოცდილებით ეს საქმე მინდა ბოლომდე მივიყვანო. პირველი დღიდან დღემდე ჩემი ოჯახი სიმართლით იბრძოდა. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ჩაგვაგდეს ჩვენ, გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ. მოხდა ტრაგედია, მამაჩემი 8 თვე ციხეში იყო, დაკავებამდე წელიწადნახევარი გარეთ ვერ გამოვდიოდი, ამის მიუხედავად, ჩაბარება შევძელი. დედაჩემი ცალკე ცუდად იყო, ასევე ჩემები. ამის მერე პროკურატურამ სიურპრიზი გამიკეთა და სასამართლოსკენ მიმავალი დამაკავა, გააფორმეს ისე, თითქოს, ქალაქიდან გავრბოდი. აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლო, რომ ეთქვათ, ხალხო ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძე“, - განაცხადა კალანდიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ კალანდია - აქ მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვა, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო

აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ ეთქვათ, ხალხო, ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძეო, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

მიხეილ კალანდია სასამართლოში საბოლოო სიტყვას დაახლოებით, 18 წუთის განმავლობაში წარმოთქვამდა. მან საკუთარ სიტყვაში მოსამართლე ნიკოლოზ მარსაღიშვილს რამდენჯერმე მიმართა და შეახსენა, რომ მისი მომავალი ცხოვრება მის ხელში იყო.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა გარდაცვლილების ოჯახებისთვის მისამძიმრებით დაიწყო და ყურადღება მის უდანაშაულობაზე გაამახვილა.

„გარდაცვლილების ოჯახებს ვუსამძიმრებ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. უდიდესი ტრაგედიაა და სხვა არაფერი. ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთული იყო და არის დღემდე, მიუხედავად იმისა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამდგარ შედეგზე. რაც არ უნდა ვეცადოთ, ამ ამბავს არაფერი ეშველება, იმ ბავშვებს ვერაფერი გააცოცხლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთით უდანაშაულო ხალხი ციხეში გაუშვას. იმ საქმეზე, რომელზეც საპარლამენტო კომისია შეიქმნა და იმ საქმეზე, რომელზეც რუსთაველზე ტარდებოდა აქციები, სადაც კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, შეუძლებელია ვისაუბროთ ისე, თითქოს, საქმეზე არ გვაქვს საქმე, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის. მომავალი იურისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, ჩავაბარე, იურიდიული, გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე მთელი სიბინძურეები რაც ხდება, ჩემ თავზე გამოვცადე უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებები, რაც ისმოდა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ჩემი ცოდნით, ჩემი გამოცდილებით ეს საქმე მინდა ბოლომდე მივიყვანო. პირველი დღიდან დღემდე ჩემი ოჯახი სიმართლით იბრძოდა. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ჩაგვაგდეს ჩვენ, გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ. მოხდა ტრაგედია, მამაჩემი 8 თვე ციხეში იყო, დაკავებამდე წელიწადნახევარი გარეთ ვერ გამოვდიოდი, ამის მიუხედავად, ჩაბარება შევძელი. დედაჩემი ცალკე ცუდად იყო, ასევე ჩემები. ამის მერე პროკურატურამ სიურპრიზი გამიკეთა და სასამართლოსკენ მიმავალი დამაკავა, გააფორმეს ისე, თითქოს, ქალაქიდან გავრბოდი. აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ პროკურატურამ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება ვერ შეძლო, რომ ეთქვათ, ხალხო ვერ შევძელით იმის დადგენა, ვინ მოკლა დავით სარალიძე“, - განაცხადა კალანდიამ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო