22 თებერვალს ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერის“ პრეზენტაცია - შეხვედრა გაიმართება

22 თებერვალს, ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერის“ პრეზენტაცია - შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაციას დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირის ქვეყნების : ავსტრიის, ჰოლანდიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ბრაზილიის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების IRI, USAID , FNF, World Vision წარმომადგენლები, ასევე, ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი ახალგაზრდები დაესწრებიან.

პრეზენტაციაზე შედგება „რეფორმერის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტების წარდგენა და ღია კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოხდება.

„რეფორმერის“ მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა პროექტებში, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას და დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის განმტკიცებასთან. ბელგიასა და საფრანგეთში გაიმართა „რეფორმერის“ დამფუძნებლის თორნიკე ჯანაშვილის და ორგანიზაციის სხვა ლიდერების შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, მარია კალიურატთან, ტრაინ ბასესკუსთან, ვოიცეხ დანეცკისთან. შეხვედრებზე ევროპელმა დიპლომატებმა მხარდაჭერა აღუთქვეს „რეფორმერს“ პროექტებში, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროპასთან დაახლოების პერსპექტივებს და შემდგომი თანამშრომლობის გეგემებს. „რეფორმერებმა“ Renew Europe ლიდერებისგან მიიღეს მოწვევა „ლიბერალურ ინტერნაციონალში“ გაწევრიანების შესახებ. ამ თანამშრომლობის შედეგად „რეფორმერმა“საქართველოში განახორციელა ღია კონკურსი სტუდენტებისთვის, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს და გაემგზავრებიან ევროპარლამენტში კონფერენციაზე.

„რეფორმერი“ აქტიურად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ პროექტებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „რეფორმერის" პროექტები აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს მიიღონ განათლება და სამუშაო უნარ-ჩვევები, ერთი წლის განმავლობაში „რეფორმერმა“ უფასოდ შეასწავლა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს კომპიუტერული ენა და დაასაქმა წარმატებულ კერძო კომპანიებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა