უკრაინის ელჩი - ჩვენ ვარჩევთ ვიყოთ გონივრულები, რათა პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ვიპოვოთ, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს, რომ უკრაინა და საქართველო არ იყო, ვინც ომი დაიწყო

ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ეს არ ვიყავით ჩვენ, ეს არ იყო საქართველო ან უკრაინა, ვინც ომი დაიწყო. ეს ჩვენ არ ვართ, ქართველები და უკრაინელები, ვინც მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად უკვე არსებული ბერკეტების ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა გზა უკვე ომია, რასაც უკრაინა და საქართველო არ ირჩევს.

„100-ზე მეტი უკრაინელი რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში. ეს არის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის გამოწვევა. რაც უფრო მეტი საჯარო დისკუსია იქნება და რაც უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს უფრო ეფექტური იქნება ჩვენი ზეწოლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ძლიერი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა. მათ შორის, ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს არსებული მექანიზმების ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვა გზა უკვე ომია. შესაბამისად, გავმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ ვარჩევთ ვიყოთ გონივრულები, ვიმოქმედოთ ბრძნულად, რათა ვიპოვოთ პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ეს არ ვიყავით ჩვენ ეს არ იყო საქართველო ან უკრაინა, ვინც ომი დაიწყო. ეს ჩვენ არ ვართ ქართველები და უკრაინელები, ვინც მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ არ ვნადირობთ ადამიანებზე ყველგან და არ გვყავს პატიმრები. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ჩვენ მიწაზე ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა და არა ვინმე სხვას“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო