მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას  25 თებერვალს გამოაცხადებს

ბრალდების მხარე პროცესის დაწყების დღიდან ცდილობდა, რომ ეს საქმე თავისუფალი ყოფილიყო პოლიტიკური კონტექსტიდან, თუმცა დაცვის მხარე ნებისმიერ გამოსვლაში, ნებისმიერ შუამდგომლობაში ცდილობს, რომ ეს მხარე გადაიყვანოს პოლიტიკურ კონტექსტში, - ასე გამოეხმაურა მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი, მირიან მეგრელიშვილი კალანდიას მხრიდან საკუთარ დასკვნით სიტყვაში მეგრელიშვილისადმი მიმართვას.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოოდ ყველაფერი სასამართლოს განაჩენით შეფასდება.

“ბრალდების მხარე პროცესის დაწყების დღიდან ცდილობდა, რომ ეს საქმე თავისუფალი ყოფილიყო პოლიტიკური კონტექსტიდან, თუმცა დაცვის მხარე ნებისმიერ გამოსვლაში, ნებისმიერ შუამდგომლობაში ცდილობს, რომ ეს მხარე გადაიყვანოს პოლიტიკურ კონტექსტში, პოლიტიკურ არენაზე, რასაც ვცდილობთ, რომ შევეწინააღმდეგოთ და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ კონტექსტზე ვერც პროცესზე და ვერც პროცესს გარეთ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბრალდებულის საბოლოო სიტყვაც რეალურად შეესაბამებოდა იმ ვერსიას, რა ვერსიაც დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში იყო და მთლიანად რა ვერსიასაც დაცვის მხარე მხარს უჭერდა მთლიანი პროცესის განმავლობაში, საბოლოოდ ყველაფერი შეფასდება სასამართლოს განაჩენით”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდიამ დასკვნით სიტყვაში პროკურორს მიმართა და მოუწოდა, ეფიქრა იმაზე, რატომ უშვებს უდანაშაულო ადამიანს ციხეში.

შეგახსენებთ, საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 25 თებერვალს გამოაცხადებს.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ კალანდიას მიმართ სასამართლო განაჩენს 25 თებერვალს გამოაცხადებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა