საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

50 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარმა ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დისკუსიები გამართეს და სპეციალურ მომხსენებლებს მოუსმინეს.

„დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა პოლიტიკური და უსაფრთხოების თემებზე. დელეგაციის წევრმა ირაკლი ბერაიამ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტარმა ხაზი გაუსვა მძიმე ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. „არსებული სიტუაცია მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რათა განახორცილოს ზეწოლა რუსეთზე და მოუწოდოს საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დასაცავად“, - ამის შესახებ დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ორი დღის განმავლობაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ და გენერალური კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და მადლობა გადაუხადეს უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისათვის, ასევე მოუწოდეს მათ კონკრეტული ქმედებებისაკენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას კახა კუჭავა, ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრნენ“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა