ეროვნულმა ბანკმა ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სებ-იდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE/DF) თანამშრომლობითა და "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" (სიდა) ჩართულობით განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში, 21-22 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, სიდა-ს ექსპერტები აგრობიზნესის სფეროს კონსულტანტებისა და ტრენერებისთვის ფინანსური ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს ჩაატარებენ, რომელიც შემდგომში მონაწილეთა მიერ ფერმერებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და ჩატარებული ტრენინგების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ასევე, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს აგრო სექტორში მოღვაწე მეწარმეებს მათი ბიზნესსაჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეარჩიონ ყველაზე შესაფერისი საფინანსო პროდუქტი და მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული, რომელიც თავის მხრივ გზამკვლევს და ტრენერებისთვის და აგრომეწარმეთათვის განკუთვნილ პრეზენტაციას მოიცავს, სწორედ აგრობიზნესის საჭიროებებს პასუხობს. პროგრამა მარტივი ენითაა შედგენილი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ ადვილად შეძლოს თეორიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება.

გარდა ამისა, მეწარმეს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხიმსგებლობებში. ტრენინგის შედეგად მეწარმე ისწავლის, თუ როგორ გაზარდოს საკუთარი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ენერგოეფექტური ინვესტიციებით, შეიტყობს აგროდაზღვევის მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ.

"ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აგრომეწარმეების ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ასევე, შესაბამისი ცოდნის ნაკლებობის პირობებში, ნებისმიერი მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი მეწარმეებისთვის, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, მეწარმეებისთვის, ისევე, როგორც სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც EFSE/DF-თან თანამშრომლობით მეწარმეებისთვის შევიმუშავეთ. გვსურს მადლობა გადავუხადოთ EFSE/DF-ის განვითარების პროგრამას, რომელიც ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია; ასევე, სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდა-ს, რომელიც მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს ეროვნულ ბანკს", - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების მიზნით შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება EFSE-ს განვითარების პროგრამის ერთ ერთი მთავარი მიზანია და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფინანსური განათლება და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მეწარმეების წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და ჩვენ ვამაყობთ, რომ კვლავაც გავერთიანდით სებ-თან იმისათვის, რომ მეწარმეები ისეთი ინსტრუმენტებით უზრუნველვყოთ, რომლებიც აუცილებელია მათი ბიზნესის წარმატებისათვის", - განაცხადა EFSE-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს აშენდორფმა.

ფერმერებისათვის განვითარებული პრაქტიკული სახელმძღვანელო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია და მისი ჩამოტვირთვა ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=749

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა