გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას - ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ღირსეული სახეა და თქვენნაირების ღირსეული მეტოქე

მათიკაშვილი და მისნაირები კონგრესმენების წერილებს ვერ თარგმნიან და ბურჯანაძის ნათქვამს გაიგებენ კიბერშეტევაზე? რა იცის მათიკაშვილმა რა არის კიბერშეტევა? ამაზე ჯობია პროფესიონალებმა ისაუბრონ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მიხედონ, - ასე პასუხობს „ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე დავით მათიკაშვილს, სადაც ის კიბერშეტევასთან დაკავშირეით ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

გიგლა ბარამიძის განცხადებით, „ ყველაზე დიდ კიბერშეტევას თავად „ოცნება“ ახორციელებს საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე“.

„ასეთი მყისიერი განცხადებები ნეტა უკანონო ბორდერიზაციაზე გაგეკეთებინათ და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სულ ცოტათი მაინც მოგეგვარებინათ, ნეტა განცხადებები მაშინ გაგეკეთებინათ გავრილოვს რომ სვამდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ახალგაზრდებისთვის ნეტა თვალები არ დაგეთხარათ, ნეტა მყისიერი განცხადებები იმაზე გაგეკეთებინათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს თქვენმა ხელისუფლებამ სტატუსი რომ მოუხსნა, იმაზე გააკეთეთ განცხადებები 150 ათასი ბავშვი მშიერი რომ გყავთ, რამდენი ნეტა, ნეტა გითხრათ „ოცნების“ ვაი პოლიტიკოსებო, თორემ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ღირსეული სახეა და თქვენნაირების ღირსეული მეტოქე“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა