ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების  2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების  შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე დაიწყო.

„ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 2020 წლის 14 თებერვალს დაიწყო.

კერძოდ, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,-ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს