ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

„ეს მოქალაქეები გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციებზე. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდა ქვეყანაში სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, ვინც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ზონაში, საფრანგეთის და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგების და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა",-აცხადებს მინისტრის პირველი მოადგილე.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე წინასწარი შემოწმება გავლილი აქვთ.

"არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორ კვირიან კარანტინის გავლა, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში თურქეთსა და საფრანგეთში. ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეების გადაყვანა მოხდება დღესვე. როდესაც კარანტინის ორკვირიანი პერიოდი გაივლის, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას გადავიყვანთ საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა