„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე - წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

“ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, ლომინაძე გამოეხმაურა ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება-აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

„5-თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და მოსახლეობამ საბადოებამდე მისასვლელი გზები გადაკეტა. ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ხისტ ნაბიჯებს არ ვდგამთ და ველოდებით, რომ ყველაფერი გონივრულობას დაუბრუნდეს, ვინაიდან, თუკი უმოკლეს ვადებში არ მოხდება ე.წ. გამაგრებით სამუშაოებზე მაღაროებში შესვლა, მაღაროები ჩამოიქცევა, მოხდება იმ ე.წ. ძარღვების დაკარგვა, სადაც მიმდინარეობს მოპოვება და საბადოს მიმართ დაიკარგება ინტერესი. იმის უფლება არ აქვს საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, რომ საერთო საყოველთაო დოვლათს რისკი შეუქმნას. ჩვენ მოლაპარაკებების დროს, მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები როგორც ქალაქ ჭიათურაში, ისე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, ასევე, მზად ვიყავით, რომ განგვეხილა სხვა ალტერნატიული ფართები სხვადასხვა ქალაქში.

სოფელ შუქრუთში იყო სახლები, რომელზეც ჩვენ კომპენსაციის სახით, პირველ ეტაპზე, შევთავაზეთ არა 10 000, არ მინდა, გეგონოთ, რომ რაღაც კაპიკებზეა საუბარი, არამედ 45 000, 50 000, 70 000 ლარი, რაზეც უარი განაცხადეს. მერწმუნეთ, ამ თანხებად არა მარტო ჭიათურის მუნიციპალიტეტში, არამედ ადამიანი საქართველოს ბევრ რეგიონში მოახერხებს საცხოვრებელი ფართის შეძენას. რასაკვირველია, თბილისი, ვაკე, ვერა და ცენტრალური უბნები არ მაქვს მხედველობაში“, - განაცხადა ლომინაძემ.

მისივე თქმით, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებით იყვნენ დაინტერესებულები.

„დღეის მდგომარეობით, ჭიათურაში ნამდვილად მოქმედებენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მიწების დაუფლებით და შემდგომ უკვე კომპენსაციების მოთხოვნით ამ მიწებში. რასაკვირველია, ეს პროცესი მიმდინარეობს კორუფციული სქემების გამოყენებით, რის შესახებაც უკვე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი აწარმოებენ შესაბამის ქმედებებს.

თუ მოხდება იმ ნეგატიური ფაქტორების გათიშვა, ვგულისხმობ, იმ ჯგუფებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საზოგადოებრივი სიკეთით, თუ მოხდება ამ ჯგუფების ნეიტრალიზება მათი რადიკალიზმისა და არაკონსტრუქციულობის თვალსაზრისით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ მოსახლეობასთან მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა