შალვა შავგულიძე - თუ ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიაში გაწევრიანდება, რომელიც ოპოზიციის მაგიდასთან იქნება წარმოდგენილი, არავითარ დისონანსს არ შექმნის  მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიაში გაწევრიანდება და ეს პარტია საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ოპოზიციის მაგიდას მიუსხდება, ეს პრობლემას არ შექმნის შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობისთვის.

"თუ ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიაში გაწევრიანდება და ის პარტია ალბათ, წარმოდგენილი იქნება ამ მაგიდაზე,არავითარ დისონანსს, არავითარ პრობლემას არ შექმნის ამ მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის", - განაცხადა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან 20 თებერვალს გათავისუფლდა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მერაბიშვილს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირებს მომავალ საქმიანობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს