ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის მიღწეული ძალადობის შემცირების რეჟიმი 22 თებერვლიდან ამოქმედდება

ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მიღწეული ძალადობის შემცირების რეჟიმი 22 თებერვლიდან ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული რეჟიმი 7 დღის განმავლობაში იმოქმედებს და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა იქნება.

ამ დროის განმავლობაში რადიკალური დაჯგუფება ავღანეთის ქალაქებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს აღარ მოაწყობს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში აშშ აქტიურად მონაწილეობდა.

სამშვიდობო შეთანხმება ასევე ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების ეტაპობრივ გაყვანას ითვალისწინებს. ამჟამად ავღანეთში 13 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს