ერდოღანი - ვიდრე სირიის რეჟიმი იდლიბის მოსახლეობის მიმართ ტირანიას არ შეწყვეტს თურქეთი პროვინციიდან არ გავა

იქამდე სანამ სირიის რეჟიმი იდლიბის მოსახლეობის მიმართ ტირანიას არ შეწყვეტს თურქეთი პროვინციიდან არ გავა,-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით ის, რაც ახლა იდლიბში ხდება უკვე შეიძლება ომი ეწოდოს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი რეგიონში თურქეთის სამომავლო მოქმედების გეგმას განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, სირიის კონფლიქტში რუსეთი მხარს სირიის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი სირიის ოპოზიციას. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთის პირისპირ იდლიბის რეგიონში აღმოჩნდნენ, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს