პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდნენ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისათვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა ოფისთან სტიკერები წარწერით „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები“ გააკრეს და სიმბოლურად ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისთვის მიტანილი სიგელი დაწვეს.

„ჩვენი მოთხოვნაა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვოს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ვფიქრობთ, რომ თუ თავს იმართლებენ, რომ ეს პერფორმანსი იყო, პერფორმანსი არის პროექტი, რომელსაც აქვს თავისი ჩარჩოები, ყველანაირი ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის პერფორმანსი, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნათია კონცელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა