იაპონია ახალი რეაგენტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კორონავირუსს 50 წუთზე ნაკლებ დროში გამოავლენს

იაპონურმა ქიმიურმა კომპანია Tosoh Corp-მა ახალი რეაგენტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რომლითაც შესაძლებელი გახდება კორონავირუსის ინფექციის არსებობა 50 წუთზე ნაკლებ დროში გამოავლინოს, მაშინ როდესაც ამ დროისთვის არსებული ანალიზებისთვის ექვსი საათია საჭირო.

„კომპანიამ დაიწყო რეაგენტის შექმნაზე მუშაობა კორონავირუსის გამოსავლენად კოორდინირებული ტრანსკრიპცია-საპირისპირო ტრანსკრიპციის მეთოდით, სადაც მრავლდება და ვლინდება ნუკლეინის მჟავეები“, - აღნიშნულია კომპანიის პრესრელიზში.

ამ დროისთვის, იაპონიაში კორონავირუსის 743 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 634 შემთხვევაში საკრუიზო გემის Diamond Princess -ის მგზავრები, ან ეკიპაჟის წევრები არიან, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამაში დგას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა