საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ეწვევა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.

„ანდერს კნაპე კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან ერთად შეხვედრებს გამართავს ეროვნული და ადგილობრივი ქართული ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა საკითხებთან ერთად ყურადღება დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზეც იქნება გამახვილებული, რომელიც საქართველოს მთავრობამ იმ რეკომენდაციების საპასუხოდ მიიღო, რომელიც კონგრესმა 2018 წელს მონიტორინგის მიზნით განხორციელებული ვიზიტის შემდეგ შეიმუშავა. განსახილველ თემებს შორის იქნება მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, კონგრესის თანამშრომლობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და კონგრესის თანამშრომლობის პროგრამები ქვეყანაში“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა